პროექტი


                                         სასწავლო პროექტის გეგმა


პროექტის გეგმა:  „როგორ ვიცნობთ საქართველოს სიმბოლიკებს“
პროექტის მტავარი იდეა(თემა):  უკეთ გაეცნონ საქართველოს სიმბოლიკებს, მათი სიმბოლური დანიშნულების შესწავლა,ასევე იმ კანონმდებლობის გაცნობა რომლითაც რეგულირდება სახელმწიფო სიმბოლიკები
 1. გაეცნონ საქართველოს სიმბოლიკების ისტორიას
 2. შეაგროვონ მრავალფეროვანი მასალა(ფოტო,ვიდეო,წერილობითი)
 3. მოახდინონ პრეზენტირება.
 პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას, თემის სიღრმისეულ წვდომას, კვლევასა და შემოქმედებითობას, ურთიერთთანამშრომლობას,ერთმანეთის მოსმენასა და აზრების გაზიარებას.
 მოსწავლეთა ასაკი:  15წ.
ვადები/ხანგრძლივობა:  2კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე შეძლებს მოპოვებული მასალის( ფოტო, ვიდეომასალა, ნახატი, ესე) პრეზენტირება.
პროექტისთვის საჩირო რესურსები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველ;ოს ორგანული კანონი საქართველოს  გერბის,  ჰიმნის,  დროშის შესახებ. ზ.აბზიანიძე,  ქ.ელაშვილი   „სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია“(2012წ.)http://www.heraldika.ge/?m=2
პროექტის მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):
1.    მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის თემის გაცნობა
2.    მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო კითხვებისა და  მოსალოდნელი შედეგების განხილვა.
3.    ორგანიზაციული საკითხები:  1.ჯგუფების შექმნა   2. ფუნქციების გადანაწილება   3. კონკრეტული დავალებების მიცემა  
4.    მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად ერთ ჯგუფს დაევალება ინფორმაციის შეგროვება საქართველოს სიმბოლიკებზე,  მეორე ჯგუფს ფოტო, ვიდეომასალის შეგროვება. მოძიებული ინფორმაციის  საფუძველზე გააკეთებენ პრეზენტაციას  PowerPoint -ში.
5.    შეფასება :  თანატოლთა თვითშეფასება, მასწავლებლის შეფასება შეფასების  რუბრიკის მიხედვით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ქართული, გეოგრაფია, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):       ია გოგოლაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   iagogoladze1970@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   https://iagogoladze1970.blogspot.com.


 


No comments:

Post a Comment