Saturday, November 3, 2018

გაკვეთილის გეგმა: "სპარტა- უგალავნო პოლისი და ათენი დემოკრატიის სამშობლო"




გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი:   ია გოგოლაძე ,    35001085618
საგანი :   ისტორია
კლასი:     VII
მოსწავლეთა რაოდენობა :   29
გაკვეთილის თემა:   სპარტა-უგალავნო პოლისი და ათენი დემოკრატიის სამშობლო
გაკვეთილის მიზანი :
·         მოსწავლეებმა შეძლონ ახალი ინფორმაციის გაგება-გაზიარება სპარტას და ათენის ჩამოყალიბებისა და ცხოვრების წესის თავისებურების,კანონმდებლობის შესახებ საუბარი. 
·         მოსწავლეებმა შეძლონ სახელმწიფოს მმართველობის სხვადასხვა ფორმებზე- ოლიგარქიასა და დემოკრატიაზე საუბარი. 
·         მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის უნარის განვითარების ხელშეწყობა.                                                                                                                                                                                                                     

#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო[წთ]
1
არსებული ცოდნის გახსენება-გააქტიურება: 1.რა გსმენიათ საბერძნეთის შესახებ?
2.რა გსმენიათ ათენის დაარსების შესახებ?
3.რა გსმენიათ სპარტული აღზრდის შესახებ?
4.ვისაუბროთ მონარქიული,ოლიგარქიული,დემოკრატიული და კონსტიტუციური მონარქიის შესახებ.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

7წთ.
2
სლაიდ-შოუს ნახვა თემისადმი ინტერესის სტიმულირება:მასწავლებელი ახდენს სლაიდების დემონსტრირებას და მოსწავლეებს აწვდის რამოდენიმე აუცილებელ განმარტებას შესასწავლ თემასთან დაკავშირებით
დემონსტრირება
მთელი კლასი
პროექტორი,ეკრანი
3წთ.
3
ტექსტზე მუშაობა: სახელმძღვანელოს ტექსტის დამოუკიდებელი კითხვა. მასწავლებელის მიერ მიწოდებულ ბარათებზე დატანილია სიტყვები რომლებზეც  საგაკვეთილო ტექსტიდან ჯგუფის წევრებმა უნდა დაწერონ მოკლე თხზულებები მოცემული სიტყვების გამოყენებით.
I. ჯგუფი:დორიელები და სპარტას შექმნა
II. ჯგუფი:მმართველობის ფორმა სპარტაში.
III. ჯგუფი:კანონმდებლობა ათენში, დრაკონის კანონები.
IV. ჯგუფი:სოლონის რეფორმები.
V. ჯგუფი:კლისთენე და დემოკრატია ათენში.
პრეზენტაცია
ჯგუფური მუშაობა
ბარათები, კალამი, ფურცლები, სახელმძღვანელო.
15წთ.
4
ახალი ცოდნის სიღრმისეული გააზრება.
დაფაზე ვაკეთებთ T სქემას,რომლის ერთ მხარეს ვწერთ დემოკრატიის ნიშნებს, მეორეზე კი ოლიგარქიის.
ვაკეთებთ ვენის დიაგრამას, რომლის მიხედვითაც ვიგებთ რა საერთო აქვთ ამ ორ ფორმას.

T სქემა, ვენის დიაგრამა
მთელი კლასი
დაფა,ცარცი
12წთ.
5
ჯგუფების თვიშეფასება: მოსწავლეები თვითშეფასების რუბრიკების საშუალებით ახდენენ საგაკვეთილო პროცესში საკუთარი მუშაობის შეფასებას
თანამშრომლობითი ურთიერთობა
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
5წთ.
6
საშინაო დავალება: დაიტანეთ ინფორმაცია კონტურულ რუკაზე
ორგანიზებულობა
მთელი კლასი
კონტურული რუკა
3წთ.



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები ისტორიულ ეპოქასთან.
·         მოსწავლეს შეუძლია ისტორიული მოვლენები გადმოსცეს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
·         მოსწავლეს შეუძლია ისტორიული ფაქტები დაუკავშიროს ძველი და ახალი წელთაღრიცხვის სისტემას.
·         მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.
·         მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ისტორიული ეპოქის მაგალითებზე დაყრდნობით დაახასიათოს სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.


(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას


ხელმოწერა:


თარიღი: